Saturday, April 9, 2011

Accessories

მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ საათებს, სათვალეებს, ქამრებს, ხანდახან შარფებსაც და ჩანთებსაც. ზოგჯერ არც სამკაულებზე ამბობენ უარს.

აქსესუარები

     აქსესუარებს უამრავი ადამიანი უდიდეს ყურადღებას უთმობს. ზოგის ხასიათზე აქსესუარი დიდ გავლენას ახდენს.


განსაკუთრებით გოგონებისთვის, ჩანთები, ხელთათმანები, შარფები, სათვალეები, სხვადასხვა სამკაულები განუყოფელი ნაწილია.
        ამაზე არც მამაკაცები ამბობენ უარს და მათთვისაც მნიშვნელოვანია, თუ რომელი ფირმის, დიზაინერის მიერ შექმნილ სათვალეს, ქამარს თუ ქუდს ატარებს. სწორედ ამიტომაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავის შემოსავალს აქსესუარების შეძენისთვის ხარჯავს.
        აქსესუარების მრავალფეროვნებაზე მსოფლიოს უამრავი დიზაინერი ფიქრობს და ცდილობენ, რომ ახალ-ახალი სტილის ჩანთები, სათვალეები, სამკაულები და სხვა მრავალი ნივთი შესთავაზონ მომხმარებელს.

მოდის შესახებ

      მოდა ერთგვარი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის სულიერ სამყაროს წარმოაჩენს. თითოეული ადამიანი ცდილობს, რომ თავისი ჩაცმულობით, სხვადასხვა აქსესუარის ტარებით ხაზი გაუსვას თავის გემოვნებას.
   
უძველესი დროიდან დღემდე ქალი უდიდეს ყურადღებას უთმობს გარეგნობას და ამასთან ერთად ჩაცმულობას. შუა საუკუნეების მოდა და დღევანდელი მოდა, რა თქმა უნდა, განსხვავდება, მაგრამ ეს მოდა დროის შესაფერისადაა აქტუალური.
      უნდა ითქვას, რომ 50 იანი წლების გავლენა თანამედროვე მოდაშიც იგრძნობა.






სურათების მოძიების წყაროს სანახავად დააჭირეთ ბმულს