Saturday, June 11, 2011

ჯანი ვერსაჩე

ვერსაჩე (იტალ. Versace) — იტალიური მოდის სახლი, რომელიც 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დააარსა. 1997 წლის 15 ივლისს, როდესაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენენმა მოკლა, მოდის სახლს სათავეში დიზაინერის და, კომპანიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი — დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა, ხოლო უფროსი ძმა — სანტო ვერსაჩე გენერალური დირექტორი გახდა.

ინფორმაციის წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ

ემანუელ უნგარო

  ემანუელ უნგარო - წარმოშობით იტალიელი დაიბადა საფრანგეთში - პროვანსში 1939 წელს. მუშაობა დაიწყო მამის ატელიესა და მაღაზიაში. 1956 წელს მიდის პარიზში და 6 წელი მუშაობა ბალანსიაგასთან, ვისაც გულწრფელად უმადლის თავის დაოსტატებას. 1956 წელს ხსნის თავის საკუთარ ფირმას. მას მოდის ჯადოქარს უწოდებენ. უნგაროს მოდელები გამოირჩევა ელეგანტურობით, აკადემიურობით და რაც მთავარია, პრაქტიკულობით. დაჯოლდოებულია რამდენიმე "პქროს სათითით" და "ოსკარით". უყვარს და მიისწრაფის მარტოობისაკენ, რაც მისი აზრით, აუცილებელია შემოქმედისათვის. "ელეგანტურობა - ეს არის უნარი ტანსაცმლის ტარებისა, იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფროა, ვიდრე მისი გარეგნული გამოხატულება და პიროვნების ეთიკას წარმოადგენს..." - ამბობს იგი. 


ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

ანდრე კურეჟი

    ანდრე კურეჟი - პროფესიით არქიტექტორია. ეკუთვნის კაბის დამოკლების იდეა, ე.წ. "მინი", რომლის რეალიზაცია ელვის სისწრაფით განახორციელა ინგლისელმა მერი ქუანტმა მანეკენ ტვიგზე. ამიტომ "მინის" იდეას ამ ორ სახელს უკავშირებენ. საერთოდ კურეჟმა თავსი კოლექცია მიმართა მასობრივი მომხმარებლისკენ - ახალგაზრდობისკენ, რადგან ახალგაზრდობა იყო და არის ტანსაცმლის აქტიური მომხმარებელი. მაგრამ მან ვერ შექმნა ძლიერი წარმოება. ვერ შეძლო შეეგროვებინა მუშახელის ის რაოდენობა, რომელიც დაწესებულია კუტიურიეებისათვის და რამდენიმე წლის შემდეგგაყვანილ იქნა "ოტ კუტიურიეს" შემადგენლობიდან.


ინფორმაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

ივ სენ ლორანი

   ივ სენ ლორანი დაიბადა ალჟირში 1936 წელს შეძლებული ფრანგის ოჯახში. ჩაცმის ხელოვნებისადმი ინტერესი და ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა, პარიზში დაეუფლა მხატვარ-მოდელიორის პროფესიას და სულ რამდენიმე თვის შემდეგ კაბის საუკეთესო ესკიზუსათვის გამოცხადებულ კონკურსში პირველი პრემია მიიღო. დიორმა, რომელიც კონკურსის ჟიურის წევრი იყო, სენ ლორანი დაუყოვნებლივ მიიწვია თავის ასისტენტად, ხოლო როდესაც დიორი გარდაიცვალა, იგი ლორანმა შეცვალა. 22 წლის ახალგაზრდა დიზაინერს თავისმა დებიუტმა სენსაციური წარმატება მოუტანა. მოდების სამყარო დიდი იმედითა და სიმპატიით განეწყო ამ ნიჭიერი და ბუნებით მოკრძალებული ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მომავალში ფრანგული სკოლის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი და მისი ლიდერი გახდა.
   1962 წელს ივ სენ ლორანმა უკვე თავისი სალონი გახსნა, სადაც თავი მოუყარა და დიდი გულმოდგინებით შეარჩია მაღალი კვალიფიკაციის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანები, დაწყებული საუკეთესო მკერავ-ოსტატებიდან, ადმინისტრაციული მუშაკებით დამთავრებული. იგი ძალიან მომთხივნია, როგორც თანამშრომლების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ამავე დროს დიდი პატივისცემითა და რიდით ექცევა თითოეულ მათგანს. ეს საუკეთესო გაკვეთილი მან ჯერ კიდევ დიორის ფირმაში მუშაობისას მიიღო, ასევე ის უდაო ჭეშმარიტებაც, რომ ჩანაფიქრის ოსტატურად შესრულება წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. როგორც შემოქმედი, სენ ლორანი რეალურ, კლასიკურ პრინციპებს ემყარება. მისი მოდელები საოცარი სინატიფითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ივ სენ ლორანის შემოქმედებითი დევიზია: "სილამაზე შერწყმული მაქსიმალურ ფუნქციონალურობასთან." იგი თავის თავს შანელის სულიერ მემკვიდრედ თვლის. დიდი წარმატებით მუშაობს აგრეთვე თეატრსა და კინოში. მისი მოდელები დიდი წარმატებით იყო გამოფენილი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენსა და ერმიტაჟში. 1985 წელს დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. როდესაც ლორანს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს ყველაზე ელეგანტურ ქალად, მან უყოყმანოდ 86 წლის შანელი დაასახელა. 40 წლის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 2002 წელს ივ სენ ლორანის ფირმამ შეწყვიტა არსებობა.

ინფომაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

Thursday, June 9, 2011

პიერ კარდენი

პიერ კარდენი ფრანგული მოდის ერთ-ერთი ცნობილი "კუტიურიეა", რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის როლს. იგი ერთ დროს დიორთან მუშაობდა. თავისი სალონი გახსნა 1953 წელს, ფობურ სენტ-ონორეს ქუჩაზე. იგი არამარტო გამორჩეული დიზაინერია, არამედ თანამედროვე მოდის რეფორმატორიც.


ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

კრისტიან დიორი

განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა დიდი ფრანგი მოდელიორი კრისტიან დიორი, რომელიც ფრანგული სკოლის ყველა კარგ ტრადიციას ფლობდა. მან მხოლოდ 10 წელი უხელმძღვანელა ფირმას, მაგრამ ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მისი სახელი ფრანგული მოდისა და სინატიფის სინონიმად იქცა. დიორის ყველაზე უბრალო კაბაც კი ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს წარმოადგენდა. პირველი კოლექცია დიორმა პარიზის საზოგადოებსა 1947 წელს უჩვენა. ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი. ოკუპაციის მძიმე წლებში პარიზის ფირმების უმეტესმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა.

ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

გაბრიელ (კოკო) შანელი




პოლ პუარეს შემოქმედებით მემკვიდრედ მიიჩნევენ გაბრიელ შანელს, რომელიც მოდების სამყაროს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოევლინა. ამ უაღრესად ჭკბიანი და დიდი გემოვნების ქალის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სიახლის დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში. შანელის მოდის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სისადავე იყო. იგი მოდელებს გარეგნული ეფექტების გარეშე ქმნიდა, მხოლოდ მისთვის ჩვეული სინატიფითა და ელეგანტურობით. თავისი უზადო გემოვნებისა და უაღრესად პრაქტიკული ნიჭის წყალობით პარიზის მაღალი კლასის მოდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა კიდეც ეს სახელი. შანელს მე-20 საუკუნის ჩაცმულობის რეფორმატორსაც უწოდებენ, რადგან მან ქალის ახალი გარეგნული სახე დაამკვიდრა. მან პირველმა უარყო კორსეტი, ჩაიცვა შარვალი და ნაქსოვი პულოვერი-სვიტერი, პირველმა გამოიყენა ტანსაცმელში ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები - ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვი და სხვა. მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. შანელი არასოდეს არავის ბაძავდა, მაგრამ ასევე შეძლებელი იყო მისი მიბაძვაც.


ინფორმაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

მოდის განვითარება

    ყველაზე პრაქტიკულები აღმოჩნდნენ მოდების სფეროში მომუშავე კუტიურიე ქალები - მადლენ ვიონე, ჟანა პაკენი, ჟანა ლანველი, გაბრიელ შანელი და ელზა სკიაპარელი, რომლებმაც მოდელირებაში იაფფასიანი ქსოვილები გამოიყენეს და ხმარებისთვის მარტივი, მოხერხებული მოდელები სექმნეს.  მათთვის ცხადი შეიქნა, რომ მოდა ვერ აიღებდა ორიენტაციას მხოლოდ მდიდარ მოსხლეობაზე. აშკარა გახდა მასობრივი მომხმარებლის როლის გათვალისწინება მოდელირებაში. 
    განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მაღალი მოდის ერთ-ერთი წარმატებული მოდების სახლი, რომელიც ნინა რიჩის სახელს ატარებს, პირველიmadle vione წარმატება მას მოხდენილმა შლაპებმა მოუტანა, შემდგომში კი, დაეუფლა კერვის ხელოვნებას და საზოგადოების ყურადღება უმალვე მიიქცია მის მიერ გემოვნებით, კლასიკური სტილით, მოხერხებული თარგით და კერვის მაღალი ხარისხით შესრულებულმა მოდელებმა.
    მხოლოდ 50 წლის ასაკში ვაჟის ზეგავლენით და მოთხოვნით, ნინა რიჩიმ გახსნა მაღალი მოდის სახლი და გამოუშვა უაღრესად პოპულარული სუნამო "Nina Ricci."


ინფორმაციის მოძიების წყარო: "ზოგი რამ მოდის შესახებ" 

"ზოგი რამ მოდის შესახებ" ლელი ხვედელიძე

ტანსაცმელი ეკუთვნის ყოფის იმ აუცილებელ საგანს, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანთან, მისი ცხოვრების პირობებთან და თავისებურებებთან. ამავე დროს, იგი ადამიანის ესთეტიკური შემოქმედების ერთ-ერთი ფორმაა. 
რთულია კოსტიუმის წარმოშობისა და განვითარების პროცესი. იგი მოთხოვნილებათა მთელმა კომპლექსმა შექმნა. მისი წარმოშობა უშუალოდ დაკავშირებულია პირველყოფილი ადამიანის შრომით საქმიანობასთან, მის შეგუებასთან გარემო პირობებთან. ტანსაცმელი, შექმნილი ადამიანის ტანის დასაფარავად, გარემოს ზეგავლენისგან თავის დასაცავად, დროთა განმავლობაში საზოგადოების საერთო განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა და იცვლებოდა.
ტანსაცმლის მთავარი როლი ადამიანის ტანის დაფარვაა. მთავარია, მაგრამ არა ერთადერთი. მისი ფუნქცია მრავალნაირია. ჩაცმულობით ადამიანი, ამავე დროს, თავს იმშვენებს, ილამაზებს. ყოველი ეპოქა ქმნიდა სილამაზის თავის იდეალს, კოსტიუმი კი ყოველთვის ეხმარებოდა მასთან მიახლოვებას. ტანსაცმელი უშუალო კავშირშია ეპოქის ხელოვნების სტილთან, კერძოდ, არქიტექრურასთან, რომელთანაც იგი ჰარმონიულ ერთონლიობაშია-გოთიკური არქიტექტურის ისრისებურ თაღებს მიესადაგებოდა ვიწრო, შლეიფიანი კაბები და კონუსისებური წვეტიანი ქუდები და სხვა მრავალი.
ტანსაცმელი საოცრად ცვლის ადამიანის იერს, ყოველთვის ავლენს მასში რაღაც ახალს, დამახასიათებელს. მას ფიზიკური ნაკლის შენიღბვაში ეხმარება და გარეგნობის დადებითი მხარის ხაზგასმის საშუალებას აძლევს. კოსტიუმი აყალიბებს ადამიანის არამარტო გარეგნულ სახეს და იეს, არამედ მის ბევრ პირადულ თვისებასაც ავლენს. იგი ხშირად ადამიანის უსიოტყვო დახასიათებაა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ თავისი გმირის სახის გამოსახატად ბევრი დიდი მწერალი ასე ხშირად აღწერდა მის კოსტიუმს. ამ ხერხისთვის არაერთ ქართველ მწერალსაც მიუმართავს. ილიას „კაცია-ადამიანში“ ასახული ლუარსაბისა და ლამაზისეულის ჩაცმა-დახურვა ამის შეუდარებელი ნიმუშია. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ანატოლ ფრანსის გამონათქვამიც: „ჩემი სიკვდილის 100 წლის შემდეგ გამოსული წიგნებიდან ერთის არჩევას თუ შემომთავაზებენ, მოდების ჟურნალს ავირჩევდი, რადგან ის გაცილებით მეტს მეტყოდა განვლილ ცხოვრებაზე, ვიდრე ყველა ფილოსოფოსის, მეცნიერისა თუ მქადაგებლის ტრაქტატი ერთად აღებული.“ ამ ხუმრობით ნათქვამ სიტყვებში უთუოდ სიმართლის მარცვალიცაა, რადგან საზოგადოების ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებსა და ხასიათზე მოდა ზუსტად რეაგირებს. 
მოდის , როგორც საზოგადოებრივი მოვლენის, ახსნას არაერთხელ ცდილან სხვადასხვა დროისა და დარგის სპეციალისტები. ასევე არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მაგრამ ამ საკითხზე სრული, ამომწურავი განმარტება ჯერ არავის მოუცია. „ბრიყვები ავრცელებენ მოდას, მაგრამ ჭკვიანებს არ სურთ ჩამორჩნენ მათ და თუ სასაცილოა, რომ მოდას ასეთი ძალა აქვს, მით უფრო სასაცილოა, რომ არ მისდიო მას....“ - უთქვამს მონტესკიეს. არც ჩვენ გცაქვს პრეტენზია, მოდის ამოუცნობი მიზეზები ამოვხსნათ და ვერც მოდასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას გადავჭრით, რადგან ეს ასე ადვილი არ არის, ჩვენ მხოლოდ შევჩერდებით მოდის ჩასახვისა და განბითარების ზოგიერთ მნიშვნელოვან თავისებურებაზე, მის როლზე ჩაცმის კულტურის განვითარების საქმეში, კერძოდ, ქართულ ჩაცმულობასა და ფრანგული მოდის რამდენიმე გამორჩეულ მხატვარ-მოდელიორის შემოქმედებაზე. 
მოდამ განვითარების მეტად რთული და ხანგრძლივი პერიოდი განვლო. მისი წარმოქმნის მიზეზად ზოდი ტანდაყოლილ ადამიანურ კოპწიაობასა და სიკეკლუცეს თვლის, ასევე სწრაფვას სიახლისკენ და მიმბაძველობას, ზოგი კი სხვისგან გამორჩევის სურვილს და სხვა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მოსაზრების უარყოფა არ შეიძლება, ასევე სეუძლებელია რომელიმე მათგანის მეცნიერული დასაბუთება. ამგვარად, მოდა ფართო ცნებაა და მისი ყოვლისმომცველი თეორია არ არსებობს. 
მიუხედავად იმისა, რომ ტანსაცმელი უხსოვარი დროიდან არსებობს და საზოგადოების განვითაებასთან ერთად დროთაგანმავლობაში იხვეწება და სულ უფრო სრულყოფილი ხდება, მოდის წარმოშობის პერიოდად მაინც 13-14 საუკუნეს მიიჩნევენ, რადგან ამ პერიოდამდე ტანსაცმელს არ გააჩნდა ის ელემენტები, რომელთა არსებობა არ იყო გამოწვეული აუცილებლობით ან კარგი გემოვნების მოთხოვნილებით. მთავარია, არ გააჩნდა მოდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება - ცვალებადობა და არ იყო როგორც გააზრებული სოციალური მოვლენა.
მოდა გამოიხატება ყოფის გარეგნულ მხარეში, განსაკუთრებით ჩაცმულობაში და ყოფის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ამავე დროს, ძნელია მოიძებნოს მეორე ისეთი მოვლენა ხალხის ცხოვრებაში, რომელიც სავსეა ისეთი წინააღმდეგობებით, როგორც მოდა. კაბის სიგრძე თუ სიგანე, თარგი თუ ფერთა კომბინაცია, რომელიც ახლახან ერთადერთ სრულყოფილ გადაწყვეტილებად, სილამაზის აღიარებულ ეტალონად ითვლებოდა, თავის ჯადოსნურ ძალას სულ რაღაც მოკლე დროში კარგავს და მოდა იქვე გვარწმუნებს სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებაში. ვიწროს ცვლის განიერი კაბა, მოკლეს გრძელი და ამა თუ იმ მოდის მომხრეები და მიმდევრები ყოველთვის თვლიან, რომ მხოლოდ ეს მოდაა ლამაზი, პრაქტიკული, მოხერხებული და დასცინიან უკვე მოძველებულ, განვლილ მოდას და ეს პროცესი ხელახლა მეორდება.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მოდა დროებითი მოვლენაა, იგი დაუწერელი კანონია. მას ემოჩილება ყველა, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და ეროვნებისა. იგი თავისი გავლენის ქვეშ აქცევს ყველას და ყველაფერს. მოდის შეჩერება შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია დროის შეჩერება. რადგან ადამიანის ბუნებაში დევს მუდმივი სწრაფვა განახლებისა და სრულყოფისაკენ. უსასრულო მაგალითების მოყვანა შეიძლება მოდის უცნაურობებისა და თავისებურებათა შესახებ.
უნდა ითქვას, რომ კანონი გადაჭარბებულ მდირულ კოსტიუმს კრძალავდა, ზოგიც ტანზე შემოტმასნილ ვიწრო კაბებსა და ქალების გადაჭარბებულ კოპწიაობას, რისთვისაც ისინი დაწესებული ჯარიმის გადახდას ირჩევდნენ. მაგრამ განსაკუთრებით თავგამოდებითა და გულმოდგინებით მოდას ეკლესია ებრძოდა. დაახლოებით მე-15 საუკუნის პირველ ნახევარში ფრანცისკანელმა ბერებმა მოახერხეს პაპის, ევგენი მეოთხესგან მიეღოთ ნებართვა ცოდვების მონანიების უფლება არ მიეცათ იმ ქალებისთვის, რომლებიც ატარებდნენ ან ქმნიდნენ შლეიფებს, მაგრამ ამ უმკაცრესმა კანონმა გაჭრა! მაგრამ მოდის ისტორიაში აღსანიშნავია ერთი ძალიან იშვიათი შემთხვევაც, როცა მისი მართვა შეძლეს და გაჩენისთანავე მოკლეს კიდეც. ეს მოხდა ეკატერინე II დროს, როდესაც მხატვარ დავიდის მიერ ფრანგი რევოლუციონერებისათვის შემოთავაზებული მოდა რუსეთშიც გავრცელდა, ეკატერინე II-ს გასაგები მიზეზების გამო არ უნდოდა იაკობინელთა მოკრძალებული, პრაქტიკული კოსტიუმები მის თანამემამულეებს ჩაეცვათ. განკარგულება გასცა, რომ ეს ფორმა პეტერბურგელ პოლიციელებს ჩაეცვათ. ვინაიდან რუსეთში პოლიციელებს პატივს არ სცემდნენ, ამ ღონისძიებამ შესანიშნავი შედეგი გამოიღო - გავრცელბული მოდა უმალვე უარყვეს.
მოდის ასეთ დაუმორჩილებლობასა და შეუპოვრობასა კაცობრიობა არაერთხელ ჩაუყენებია კურიოზულ მდგომარეობაში.

  ინფორმაციის მოძიების წყარო ეროვნული ბიბლიოთეკა  

Monday, June 6, 2011

სტატია ვიკიპედიადან

მოდა (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus — ზომა, სახე, საშუალება, წესი) — ტერმინი, რომელიც გამომსახველობის (ექსპრესიის) გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვინემ კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გადასული" გამოიყენება ვინმეზე ან რამეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სიმბოლოა. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერებისა და მატერიალიზმის სიმბოლოს.

J-STOR

ნაბეჭდი რესურსები

ბიბლიოგრაფია

მოდასთან დაკავშირებული ბიბლიოგრაფია ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგიდან

Saturday, June 4, 2011

web-პრეზენტაცია

მოდასთან და აქსესუარებთან დაკავშირებული პრეზენტაციის სანახავად დააჭირეთ ბმულს