Saturday, June 11, 2011

ჯანი ვერსაჩე

ვერსაჩე (იტალ. Versace) — იტალიური მოდის სახლი, რომელიც 1978 წელს ჯანი ვერსაჩემ დააარსა. 1997 წლის 15 ივლისს, როდესაც სახელგანთქმული დიზაინერი ვინმე ენდრუ კიუნენენმა მოკლა, მოდის სახლს სათავეში დიზაინერის და, კომპანიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი — დონატელა ვერსაჩე ჩაუდგა, ხოლო უფროსი ძმა — სანტო ვერსაჩე გენერალური დირექტორი გახდა.

ინფორმაციის წყაროს სანახავად დააჭირეთ აქ

ემანუელ უნგარო

  ემანუელ უნგარო - წარმოშობით იტალიელი დაიბადა საფრანგეთში - პროვანსში 1939 წელს. მუშაობა დაიწყო მამის ატელიესა და მაღაზიაში. 1956 წელს მიდის პარიზში და 6 წელი მუშაობა ბალანსიაგასთან, ვისაც გულწრფელად უმადლის თავის დაოსტატებას. 1956 წელს ხსნის თავის საკუთარ ფირმას. მას მოდის ჯადოქარს უწოდებენ. უნგაროს მოდელები გამოირჩევა ელეგანტურობით, აკადემიურობით და რაც მთავარია, პრაქტიკულობით. დაჯოლდოებულია რამდენიმე "პქროს სათითით" და "ოსკარით". უყვარს და მიისწრაფის მარტოობისაკენ, რაც მისი აზრით, აუცილებელია შემოქმედისათვის. "ელეგანტურობა - ეს არის უნარი ტანსაცმლის ტარებისა, იგი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უფროა, ვიდრე მისი გარეგნული გამოხატულება და პიროვნების ეთიკას წარმოადგენს..." - ამბობს იგი. 


ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

ანდრე კურეჟი

    ანდრე კურეჟი - პროფესიით არქიტექტორია. ეკუთვნის კაბის დამოკლების იდეა, ე.წ. "მინი", რომლის რეალიზაცია ელვის სისწრაფით განახორციელა ინგლისელმა მერი ქუანტმა მანეკენ ტვიგზე. ამიტომ "მინის" იდეას ამ ორ სახელს უკავშირებენ. საერთოდ კურეჟმა თავსი კოლექცია მიმართა მასობრივი მომხმარებლისკენ - ახალგაზრდობისკენ, რადგან ახალგაზრდობა იყო და არის ტანსაცმლის აქტიური მომხმარებელი. მაგრამ მან ვერ შექმნა ძლიერი წარმოება. ვერ შეძლო შეეგროვებინა მუშახელის ის რაოდენობა, რომელიც დაწესებულია კუტიურიეებისათვის და რამდენიმე წლის შემდეგგაყვანილ იქნა "ოტ კუტიურიეს" შემადგენლობიდან.


ინფორმაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

ივ სენ ლორანი

   ივ სენ ლორანი დაიბადა ალჟირში 1936 წელს შეძლებული ფრანგის ოჯახში. ჩაცმის ხელოვნებისადმი ინტერესი და ნიჭი ადრეულ ასაკში გამოავლინა, პარიზში დაეუფლა მხატვარ-მოდელიორის პროფესიას და სულ რამდენიმე თვის შემდეგ კაბის საუკეთესო ესკიზუსათვის გამოცხადებულ კონკურსში პირველი პრემია მიიღო. დიორმა, რომელიც კონკურსის ჟიურის წევრი იყო, სენ ლორანი დაუყოვნებლივ მიიწვია თავის ასისტენტად, ხოლო როდესაც დიორი გარდაიცვალა, იგი ლორანმა შეცვალა. 22 წლის ახალგაზრდა დიზაინერს თავისმა დებიუტმა სენსაციური წარმატება მოუტანა. მოდების სამყარო დიდი იმედითა და სიმპატიით განეწყო ამ ნიჭიერი და ბუნებით მოკრძალებული ახალგაზრდის მიმართ, რომელიც მომავალში ფრანგული სკოლის საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელი და მისი ლიდერი გახდა.
   1962 წელს ივ სენ ლორანმა უკვე თავისი სალონი გახსნა, სადაც თავი მოუყარა და დიდი გულმოდგინებით შეარჩია მაღალი კვალიფიკაციის, შემოქმედებითი უნარის მქონე ადამიანები, დაწყებული საუკეთესო მკერავ-ოსტატებიდან, ადმინისტრაციული მუშაკებით დამთავრებული. იგი ძალიან მომთხივნია, როგორც თანამშრომლების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ამავე დროს დიდი პატივისცემითა და რიდით ექცევა თითოეულ მათგანს. ეს საუკეთესო გაკვეთილი მან ჯერ კიდევ დიორის ფირმაში მუშაობისას მიიღო, ასევე ის უდაო ჭეშმარიტებაც, რომ ჩანაფიქრის ოსტატურად შესრულება წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. როგორც შემოქმედი, სენ ლორანი რეალურ, კლასიკურ პრინციპებს ემყარება. მისი მოდელები საოცარი სინატიფითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ივ სენ ლორანის შემოქმედებითი დევიზია: "სილამაზე შერწყმული მაქსიმალურ ფუნქციონალურობასთან." იგი თავის თავს შანელის სულიერ მემკვიდრედ თვლის. დიდი წარმატებით მუშაობს აგრეთვე თეატრსა და კინოში. მისი მოდელები დიდი წარმატებით იყო გამოფენილი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენსა და ერმიტაჟში. 1985 წელს დააჯილდოვეს საპატიო ლეგიონის ორდენით. როდესაც ლორანს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევს ყველაზე ელეგანტურ ქალად, მან უყოყმანოდ 86 წლის შანელი დაასახელა. 40 წლის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 2002 წელს ივ სენ ლორანის ფირმამ შეწყვიტა არსებობა.

ინფომაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

Thursday, June 9, 2011

პიერ კარდენი

პიერ კარდენი ფრანგული მოდის ერთ-ერთი ცნობილი "კუტიურიეა", რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე ინარჩუნებს ერთ-ერთი ლიდერის როლს. იგი ერთ დროს დიორთან მუშაობდა. თავისი სალონი გახსნა 1953 წელს, ფობურ სენტ-ონორეს ქუჩაზე. იგი არამარტო გამორჩეული დიზაინერია, არამედ თანამედროვე მოდის რეფორმატორიც.


ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

კრისტიან დიორი

განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობდა დიდი ფრანგი მოდელიორი კრისტიან დიორი, რომელიც ფრანგული სკოლის ყველა კარგ ტრადიციას ფლობდა. მან მხოლოდ 10 წელი უხელმძღვანელა ფირმას, მაგრამ ისეთ წარმატებას მიაღწია, რომ მისი სახელი ფრანგული მოდისა და სინატიფის სინონიმად იქცა. დიორის ყველაზე უბრალო კაბაც კი ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშს წარმოადგენდა. პირველი კოლექცია დიორმა პარიზის საზოგადოებსა 1947 წელს უჩვენა. ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი. ოკუპაციის მძიმე წლებში პარიზის ფირმების უმეტესმა ნაწილმა მუშაობა შეწყვიტა.

ინფორმაციის წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

გაბრიელ (კოკო) შანელი




პოლ პუარეს შემოქმედებით მემკვიდრედ მიიჩნევენ გაბრიელ შანელს, რომელიც მოდების სამყაროს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოევლინა. ამ უაღრესად ჭკბიანი და დიდი გემოვნების ქალის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სიახლის დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში. შანელის მოდის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სისადავე იყო. იგი მოდელებს გარეგნული ეფექტების გარეშე ქმნიდა, მხოლოდ მისთვის ჩვეული სინატიფითა და ელეგანტურობით. თავისი უზადო გემოვნებისა და უაღრესად პრაქტიკული ნიჭის წყალობით პარიზის მაღალი კლასის მოდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა კიდეც ეს სახელი. შანელს მე-20 საუკუნის ჩაცმულობის რეფორმატორსაც უწოდებენ, რადგან მან ქალის ახალი გარეგნული სახე დაამკვიდრა. მან პირველმა უარყო კორსეტი, ჩაიცვა შარვალი და ნაქსოვი პულოვერი-სვიტერი, პირველმა გამოიყენა ტანსაცმელში ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები - ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვი და სხვა. მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. შანელი არასოდეს არავის ბაძავდა, მაგრამ ასევე შეძლებელი იყო მისი მიბაძვაც.


ინფორმაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"