Thursday, June 9, 2011

გაბრიელ (კოკო) შანელი




პოლ პუარეს შემოქმედებით მემკვიდრედ მიიჩნევენ გაბრიელ შანელს, რომელიც მოდების სამყაროს მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოევლინა. ამ უაღრესად ჭკბიანი და დიდი გემოვნების ქალის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი სიახლის დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში. შანელის მოდის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი სისადავე იყო. იგი მოდელებს გარეგნული ეფექტების გარეშე ქმნიდა, მხოლოდ მისთვის ჩვეული სინატიფითა და ელეგანტურობით. თავისი უზადო გემოვნებისა და უაღრესად პრაქტიკული ნიჭის წყალობით პარიზის მაღალი კლასის მოდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა კიდეც ეს სახელი. შანელს მე-20 საუკუნის ჩაცმულობის რეფორმატორსაც უწოდებენ, რადგან მან ქალის ახალი გარეგნული სახე დაამკვიდრა. მან პირველმა უარყო კორსეტი, ჩაიცვა შარვალი და ნაქსოვი პულოვერი-სვიტერი, პირველმა გამოიყენა ტანსაცმელში ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები - ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვი და სხვა. მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. შანელი არასოდეს არავის ბაძავდა, მაგრამ ასევე შეძლებელი იყო მისი მიბაძვაც.


ინფორმაციის მოძიების წყარო: წიგნი "ზოგი რამ მოდის შესახებ"

No comments:

Post a Comment